მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დელტა“ შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში გადადების მთავარი წყაროა მშობლები, ამიტომ რეკომენდაციაა, რომ ისინი ორჯერადად აიცრან, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ჩვენთანაც, თანდანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დაიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს. ჩვენთან გასულ კვირას 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52 დადასტურებული შემთხვევა და ამას დაემატა კიდევ ერთი. აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვია ერთ-ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. გიდასტურებთ, რომ სპეციფიური PCR ტესტით და ახლა გაშვებულია სექვენირებაზე, დადასტურებულია „დელტას“ შტამი. მეორე ბავშვს აქვს „ალფა“, ანუ ე.წ. ბრიტანული შტამი. მოგეხსენებათ, ბავშვებში „ალფას“ და „დელტა“ შტამი უფროა ადვილად ვრცელდება. „დელტა“ კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რათა შვილებს ინფექცია არ მიუტანონ“,-აღნიშნა გამყრელიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე