მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აწყურის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე 15 იანვრიდან ბიოლოგიის წრე - სახელწოდებით „ჩემი სამყარო“ იწყებს ფუნქციონირებას.
წრეში გაერთიანება ნებაყოფლობითია და მიიღებიან საბაზო საფეხურის VII-IX კლასის მოსწავლეები. მათი რაოდენობა 10-15 მოსწავლეს უნდა შეადგენდეს.
წრის მეცადინეობა ჩატარდება 2018 წლის 15 იანვრიდან, კვირაში ორჯერ.
ბიოლოგიის წრეში გაერთიანების მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ წრის ხელმძღვანელს 15-იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით.
წრის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის პედაგოგი: შორენა დიასამიძე.
საწრეო მუშაობის მიზანი:
წრის მუშაობის მოკლე დახასიათება:
წრის მუშაობა ხელს შეუწყობს ბიოლოგიური მოვლენების და კანონზომიერებების უკეთ აღქმას და შეგნებულ ათვისებას. მოსწავლე თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებს ლოგიკურ მსჯელობას, კვლევის დაგეგმვას და განხორციელებას , მოკლე ჩანაწერების გაკეთებას.
საბაზო საფეხურზე ბიოლოგიური ამოცანების ამოხსნა ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ამოცანებზე მუშაობა, რომლებიც ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან დაკავშირებას მოითხოვს. როდესაც მოსწავლე ხედავს მეცნიერების კავშირს ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან, ეს საგანი მისთვის უფრო საინტერესო და გასაგები, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ხდება. ბიოლოგიური ამოცანების ამოხსნა შესანიშნავი საშუალებაა მათემატიკასთან, ქიმიასა და ფიზიკასთან საგანთაშორისი კავშირის დასამყარებლად.
ბიოლოგიური ამოცანების დაგეგმვა და გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია გენეტიკისა და უჯრედის ბიოქიმიის შესწავლისას.
ასევე ყურადღება დაეთმობა ბოტანიკისა და ზოოლოგიის ნაწილის შესწავლას, რაც ამოღებულია მოსწავლეთა სახელმძღვანელოდან და მათი ცოდნა ესაჭიროებათ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში საგნობრივი კომპეტენციების დასამტკიცებლად.
აწყურის სკოლა ყველა მონაწილეს წარმატებებს უსურვებს და პროექტში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს