მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც, 5 ივლისს, თბილისში განვითრებული მოვლენების დროს, მოძალადეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს ექსპერტიზა.
etaloni.ge სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
აღსანიშნავია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულია 4 პირი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე