მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი პროექტი - „შრომის უსაფრთხოების დესპანი“ იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
პროექტში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. ისინი სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში მონაწილეობას შრომის ინსპექტორებთან ერთად მიიღებენ. შერჩეული სტუდენტები ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ მოაწერეს.
„პროექტი „შრომის უსაფრთხოების დესპანი“ სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული ზოგადი და სექტორული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე