სიახლეები
სიახლეები

დაინიშნოს გამოცდები და შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი - სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიხეილ ჩხენკელს მიმართავს
12-07-2021
-
+


საქართველოს განათლების სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სპეციალისტები კი იმაზე ალაპარაკდნენ, რომ სკოლების უმრავლესობას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ და „ყველა უბედურების სათავეც“ სწორად ესაა. საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ კი ღია წერილით მიმართა განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს

ბატონო მინისტრო,

დღევანდელი საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე, როდესაც სხვა ყველაფერი თითქოს გაფერმკრთალდა, დიდხანს ვფიქრობდით, მოგვემართა თუ არა თქვენთვის, მაგრამ ის, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი, ვფიქრობ, არ გვაძლევს დუმილის უფლებას არც ჩვენ და არც თქვენ.

თქვენთვის ცნობილია, რომ საჯარო სკოლების არჩეული დირექტორების დაახლოებით 99%-ს შრომითი ხელშეკრულების ვადა 2020 წლის შემოდგომაზე ამოეწურათ და გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. იმ დროიდან დღემდე სკოლებს ხელმძღვანელობენ დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლები. სამწუხაროდ, კვალიფიციური დირექტორები, უმეტეს შემთხვევაში, ჩაანაცვლეს დაბალი კვალიფიკაციის კადრებმა, არცთუ იშვიათად -არაკომპეტენტურებმაც, რომლებიც, ფაქტობრივად, უფუნქციოდ და კაბინეტების ტყვეობაში არიან დარჩენილნი. ეს კი უარყოფითად აისახება სკოლის მართვაზე, რაზეც მეტყველებს სკოლებში დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემები დაგეგმვის, ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ანალიზისა და მონიტორინგის კუთხით.

სწორედ ამდენივე ხანია სკოლებიდან გაქრა დირექტორის, როგორც ლიდერის,ფუნქციები: შთაგონება და მოტივირება, თანამშრომლების ძალაუფლებით აღჭურვა (დელეგირება), მხარდაჭერა და ურთიერთობა.

ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ, ითვალისწინებდა რა ზემოთ აღნიშნულ მოსალოდნელ ცვლილებებს, გამოაცხადა სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცდებისთვის, რომელიც 2020 წლის 6-7 მარტს უნდა ჩატარებულიყო. პანდემიის გამო, ეს გამოცდა გადაიდო განუსაზღვრელი ვადით და დღეს, 2021 წლის ივლისში, ჯერ კიდევ უცნობია - როდემდე.

2021 წელს ტარდება მიმდინარე (ეროვნული გამოცდები) და გადადებული გამოცდები (პრაქტიკოსებისა და სპეცმასწავლებლების), დირექტორობის მსურველთა გადადებულ გამოცდებსა და კონკურსზე კი არაფერი ისმის.

სასკოლო საზოგადოების მოთხოვნაა, სასწრაფოდ გამოცხადდეს საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსი, რათა გათავისუფლდნენ დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლები და სკოლებს უხელმძღვანელონ კვალიფიციურმა, კონკურსგავლილმა და არჩეულმა კადრებმა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასკოლო საზოგადოებას მიზანშეწონილად მიაჩნია სკოლის დირექტორები აირჩიოს არა სამეურვეო საბჭომ, არამედ სკოლის მთლიანმა შემადგენლობამ: მშობლებმა, მასწავლებლებმა, ტექპერსონალმა. ეს მოთხოვნა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რადგან სკოლის არჩეულმა დირექტორმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს ის ხედვა, თუ საით მიყავს სკოლა, მაქსიმალურად უნდა ჩართოს მშობლები, თანამშრომლები საგანმანათლებლო იდეების განხორციელებაში და შეუქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ისინი შეძლებენ, ბოლომდე დაიხარჯონ სკოლის ეფექტური მუშაობისთვის.

სწორედ ასე იგრძნობს თითოეული ამომრჩეველი პასუხისმგებლობას დირექტორის არჩევაში და ამით მაქსიმალურად გაძლიერდება ურთიერთობის ხარისხი სკოლაში.

ვფიქრობთ, საკამათო არ არის, რომ სახელმწიფოში უნდა ხორციელდებოდეს ერთიანი საგანმანათლებლო პოლიტიკა და ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. დირექტორთა შერჩევა კონკურსის წესით და მათი არჩევა სასკოლო საზოგადოების მიერ ამ პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს. მიგვაჩნია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს არჩეული დირექტორი, რომელიც ხელს შეუწყობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, დასახავს სკოლის გრძელვადიან მიზნებს, გაატარებს სწორ საკადრო პოლიტიკასა და უფლება-მოვალეობების დელეგირებას.ვფიქრობთ, ასეთი დირექტორი (მენეჯერი) შეძლებს თვალი გაუსწოროს დღევანდელობით გამოწვეულ ცვლილებებს, გაატარებს ყველა პრევენციულ და კორექციულ ღონისძიებებს და ნამდვილად მოახერხებს სკოლა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიყვანოს საუკეთესო შედეგებამდე -როცა განათლება რეალურ ღირებულებად იქცევა, ხოლო ცოდნა და შრომა ცხოვრებაში დამკვიდრების ერთადერთ საშუალებად. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ დროულად და ობიექტურად უნდა ჩატარდეს სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები და მათი არჩევა სასკოლო საზოგადოების მიერ, დირექტორის ნდობის მანდატის გასაზრდელად. ეს იქნება პროფესიონალიზმის გამორჩევა და დაფასება, გათანაბრების მანკიერი პრაქტიკის მოშლა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება