მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისი სამაგიდო წიგნი? როგორი მოსწავლე იყო? და რა ფრაზა ახსენდება ყველაზე ხშირად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ტორაძე პასუხობს.
- წარმატება არის. . .
- წარმატება არის დასახული მიზნის მიღწევა, და კიდევ მადლობა, რომელსაც მოსწავლე თუ მშობელი გეუბნება.
- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- სკოლა, სადაც მე ვსწავლობდი მართლაც რომ ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა იყო, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და კლასიც წარმატებული. ასე რომ, ჩემი სკოლა ცოდნის ტაძარს მახსენებს.
- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- ჩემი პირველი მასწავლებელი იყო უსაყვარლესი და ყველასგან გამორჩეული ქალბატონი ციალა ჭანტურია, ყველას მის კლასში უნდოდა მოხვედრა. ძალიან უყვარდა ბავშვები, დაუღლელი და ენერგიული იყო . .
- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- ვსწავლობდი კარგად, მიყვარდა კითხვა, მყავდა ძალიან კარგი მეგობრები კლასში. . .
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“. . .
- ზაფხულში ვცდილობ. . .
- ზაფხულში ვცდილობ წავიკითხო წიგნები, ინფორმაციები, ვემზადები ახალი სასწავლო წლისთვის. . .
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- რასაცა დასთეს შენია, რაც არა დაკარგულია. . .
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.