სიახლეები
სიახლეები

„ბავშვმა გამოცდაზე ორი წუთით უამინდობის გამო დაიგვიანა“ - მისცემს თუ არა შანსს ასეთ აბიტურიენტებს „ნაეკი“
14-07-2021
-
+


არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები მაინც აგვიანებენ. მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის ისეთი, როგორიც გამოცდის თარიღის დავიწყება. თუმცა ამჯერად, სიტუაცია მართლაც განსხვავებულია.

უცხოური ენის გამოცდაზე ერთ-ერთმა აბიტურიენტმა უამინდობის გამო დაიგვიანა. როგორც აპლიკანტის ახლობელი „ეტალონთან“ საუბრისას აღნიშნავს, მოზარდი სწავლის პარალელურად მუშაობს. იმ დღეს კი საშინელი ამინდი იყო და ამიტომ დაიგვიანა.

„ჩემს შვილს გქონდა უცხო ენაში გამოცდა და ძლივს ჩავაღწიეთ ადგილამდე. კოკისპირული წვიმა იყო, გზაზე ხილვადობა არ იყო და სიმართლე გითხრათ ძალიან შეგვეშინდა. ისეთი ელჭექი იყო, ანათებდა ყველაფერს.

გამოცდაზე შესულ ბავშვს მანქანაში ვუცდიდი, უცებ სირბილით მოვიდა ბიჭი, ჯერ ვერ დამინახა, შემოირტყა თავში ხელები და  ვიცანი ჩემი შვილის კლასელი, რომელსაც გამოცდაზე 2 წთ დააგვიანდა. უამინდობის გამო დააგვიანდა... ისე განვიცადე ეს სიტუაცია, ყველა მშობელი ტიროდა, როცა უარი უთხრეს შეშვებაზე.

მეგონა, პანდემია შეცვლიდა ადამიანებს, მეტი თანაგრძნობა და ადამიანობა ჩამოუყალიბდათ  თუმცა საპირისპირო აღმოჩნდა.

ეს მოხდა სანზონაში, N32 სკოლაში - ბიჭი მარტოხელა ქალის შვილია, რომელიც ძალიან ნიჭიერია. თვითონ მეცადინეობდა და პარალელურ რეჟიმში მუშაობდა. არ უნდა ხდებოდეს ასე”, - გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის დედამ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა,

მისივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა აბიტურიენტს განაცხადის დაწერა შესთავაზეს, თუმცა მას არც მეორე დღეს შეხმიანებია ვინმე.

„ფაქტობრივად გვითხრეს, დაწერეთ განცხადება, მაგრამ არაფერი შეიცვლებაო. ღვთისნიერმა ბიჭმა იმ წამსვე წაიყვანა საგამოცდო ცენტრში იმ იმედით რომ მეორე დღეს მაინც დაუშვებდნენ. თუმცა ამ აბიტურიენტს არავინ შეხმიანებია“, - აღნიშნავს გულშემატკივარი.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და დაინტერესდა: განაცხადის საფუძველზე რომელიმე აპლიკანტს დაუკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა გამოცდის სხვა დროს ჩატარების შესახებ; რა მიზეზი ეთვლება აბიტურიენტს საპატიოდ გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში და რამდენად შესაძლებელია, დამატებით დანიშნულ სესიაზე გავიდნენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც, გარკვეული მიზეზების გამო 1 ან 2 წუთი დაიგვიანეს? 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვიპასუხეს, რომ „წინა წლების მსგავსად დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება. მათთვის არც დამატებითი სესია დაინიშნება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება