სიახლეები
სიახლეები, სკოლები

მასწავლებლებისთვის კონფერენცია - „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“ გაიმართა
19-10-2016
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning plus-ის მონაწილე მასწავლებლებისთვის კონფერენცია - „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“ გაიმართა. 

კონფერენცია ეძღვნებოდა ციფრულ სამყაროში ჩვენი უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას და ციფრული მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებას eTwinning-ის მეშვეობით.

კონფერენციის ფარგლებში, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების, ონლაინ უსაფრთხოების , საავტორო უფლებების საკითხებზე, რომელთა ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება ციფრული მოქალაქის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს.

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაეცნოთ კოლეგები, ჩამოეყალიბებინათ საერთო ინტერესები, ხედვა და ახალი საპროექტო იდეები. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 90 მასწავლებელი მონაწილეობდა.

პროგრამაში „eTwinning - ევროპული საზოგადოება სკოლებისთვის“ ჩართულია 400,000 მასწავლებელი ევროპის სხვადასხა ქვეყნიდან და მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება. eTwinning მასწავლებლებს სთავაზობს სხვადასხვა საშუალებას, რათა მათი მოსწავლეები მოამზადონ ციფრული სამყაროს სრულფასოვან წევრებად. დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები, განახორციელონ ციფრული მოქალაქეობის ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობი აქტივობები მოსწავლეებთან.

პროგრამა “eTwinning Plus” ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას უზიარებენ. 

პროგრამა თავის საქმიანობას ახორციელებს ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, რომელიც პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო სივრცეს ქმნის და მათ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს სთავაზობს საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება