სიახლეები
სკოლები

ახლოლალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - მცირეკონტიგენტიანი სკოლა მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობს
12-07-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლოლალოს საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა.

სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა მოსწავლეები და პედაგოგები მუდმივად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში.

სკოლა, დირექტორის,  მაჰარამ ხალილოვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან და უსაფრთხო სასწავლო გარემოს სთავაზობდა. სკოლაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიდნეს და საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებში რთავდნენ. 

საბაზო სკოლას წელს თორმეტი  მე-9 კლასელი ჰყავდა; დირექტორ მაჰარამ ხალილოვის თქმით სექტემბერში თოთხმეტ პირველკლასელს ელიან.

ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ სწავლის წარმატებით დასრულებას; ხოლო, პირველკლასელებს სექტემბრიდან სიხარულით ელიან და მომავალ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ როგორც სწავლაში, ისე სასკოლო ცხოვრებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება