სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, არ დაარღვია ტრადიცია“ - თეთრიწყაროს „ეტალონი მოსწავლე“ სახელობით პრემიას მიიღებს
12-07-2021
-
+


საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ - „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება და სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელს მიიღებს.
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯერიც დადგა და „ეტალონი მოსწავლეც“ გამოავლინდა, რომელიც მანგლისის N1 საჯარო სკოლის მერვეკლასელი - ნატალი ასპანიძე გახლავთ.

გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო“ - ასე დაიწყო etaloni.ge-სთან საუბარი თეთრიწყაროს „ეტალონმა მოსწავლემ“ და დასძინა:
„ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში პირველად მივიღე მონაწილეობა და ბედნიერი ვარ, რომ პირველივე ჯერზე გამარჯვება მოვიპოვე; უფრო მეტად იმიტომ მსურდა მონაწილეობა, რომ საკუთარი თავი გამომეცადა, გამომევლინა გარკვეული უნარები, თავდაჯერება შემმატებოდა. „ეტალონმა“ კი ამ ყველაფრის საშუალება მომცა, რასაც გამარჯვების სიხარული დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები თითქოს რთული მეჩვენა, მოხარული ვარ, თავი რომ გავართვი“. 

მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლეილა აფციაურმა  მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით კი izrune.ge, რომელიც ბავშვს და მშობელს აერთიანებს, მშობელს შვილის განვითარებასა თუ სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად რთავს, რაც სამომავლო წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„პირველ ყოვლისა, ვულოცავ ნატალის გამარჯვებას. ეს უდიდესი სიხარულია არა მხოლოდ სკოლის, არამედ მთელი მანგლისისთვის. ძალიან წარმატებული, ნიჭიერი გოგონაა და დარწმუნებული ვარ, უამრავი გამარჯვება ელის. მოხარული ვარ, რომ ისე მოახერხა ტესტზე მობილიზება, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული დაიმსახურა. წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ, უცებ გახდა პოპულარული.

რაც შეეხება თავად „ეტალონს“, ესაა საოცარი პროექტი და ყველა მის წამოწყებას ვუჭერთ მხარს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო izrune.ge-ს უდიდესი როლი ჩვენი ბავშვების განვითარებაში. ეს ტესტები საოცრად აახლოვებს მშობელს შვილთან, სკოლასთან... უფროსები უშუალოდ ხდებიან ბავშვების წარმატების მონაწილენი, რაც ჩვენი პატარების განვითარებას მაქსიმალურად უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ეს უნარები ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც მისცემს და უამრავი წარმატების საფუძველი გახდება“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ფატი შავაძემ  ისაუბრა არაფორმალურ განათლების პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობასა და იმაზე, რომ აუცილებელია, მოსწავლეებს მივცეთ მოტივაცია, რათა იყვნენ მეტად წარმატებულები:

„ზოგადად, არაფორმალური განათლების პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიამ არაერთი პრობლემა შექმნა. მოხარული ვარ, რომ „ეტალონმა“ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, არ დაარღვია ტრადიცია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა და საამაყოა, რომ მანგლისმაც განიცადა გამარჯვების სიხარული. ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე უნდა იყოს ჩართული პროექტში, სწორედ ამიტომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა დაეწესებინა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე 100 ლარს მიიღებს. გასაგებია, რომ პრემია არ არის დიდი, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდება და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტებში კიდევ არაერთი წარმატებით გაგვახარებენ“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ აზარიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ კმაყოფილია მოსწავლეთა როგორც ჩართულობით, ისე შედეგებით:

„უდავოდ დაგვაკლდა ის ცოცხალი ემოცია, რომელიც „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატებს მუდამ თან სდევს, თუმცა იმედია მალე ყველაფერი გამოსწორდება; მანამდე კი, ვულოცავ გამარჯვებას მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს - ეს ფაქტ უდავოდ სასიხარულოა და მე, როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ვარ, როგორც ბავშვების ჩართულობით, ისე მათი შედეგებით, დარწმუნებული ვარ, მათ უამრავი წარმატება ელის“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ გამარჯვება მიულოცა „ეტალონ მოსწავლეს“,  წარმატებები უსურვა მას და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია:

„მივიჩნევთ, რომ ძლიერი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საყრდენს განათლებული საზოგადოება წარმოადგენს.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტიც სწორედ მომავალი თაობების ხარისხიანი განათლების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, უკვე წლებია მხარს ვუჭერთ მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ და პროექტში თეთრიწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობას. აღსანიშნავია, რომ კონკურსი წელს, პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, დისტანციურ ფორმატში ჩატარდა, რაც მოცემულ სიტუაციაში ვფიქრობთ, საუკეთესო გამოსავალი იყო.

2021 წლის „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ -  
ნატალი ასპანიძემ. ვულოცავთ ნატალის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას ფინალურ ეტაპზე. ნატალი ასპანიძე „2021 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, დაჯილდოვდება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით, რომელიც შეადგენს 100 ლარს.

აქვე მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას და ვეცდებით, ვიყოთ მათი უკეთესი მხარდამჭერები განათლების გზაზე!“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება