სიახლეები
სკოლები

გაიცანით, შრომის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები
12-07-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი მშვიდ ვითარებაში წარმატებულად დასრულდა.

სკოლაში ძალიან ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.

სკოლა, ამჯერად კიდევ რამდენიმე წარმატებულ და სამაგალითო მოსწავლეებს გვაცნობს. 

2020-2021 სასწავლო წელს სოფელ შრომის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ბექა შაიშმელაშვილი გამარჯვებულია შემდეგ კონკურსებში: 

  • ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ გამართულ ესეების კონკურსში; 
  • თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული;
  • საპატიო მონაწილე - მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის; 
  • კონკურსში „ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გენდერულ თანასწორობაზე“ და დაჯილდოვდა სერთიფიკატით და ფულადი პრიზებით.
ასევე, მეათე კლასის მოსწავლეები - ბექა შაიშმელაშვილი  და რატი მუმლაძე მონაწილეობდნენ „წიგნის ფესტივალის“ ორგანიზატორის - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის მიერ გამართულ შემეცნებით ვიქტორინაში, სადაც მოიპოვეს პირველი ადგილი და გადაეცათ თასი. 

მე-3 კლასის მოსწავლეები გიორგი ქუფარაშვილი და საბა ნატროშვილი დაჯილდოებულნი არიან სერტიფიკატებით.

შრომის საჯარო სკოლის პედაგოგები ამაყობენ მოსწავლეების გამარჯვებებით და უსურვებ კიდევ არაერთხელ ესახელებინოთ მშობლიური სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება