სიახლეები
სკოლები

„ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობამ მასწავლა საკუთარი შვილების სწორად აღზრდა და პირიქით“- ბლიც-ინტერვიუ ჭარნალის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ზოიძესთან
13-07-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სკოლის მასწავლებელთან ბლიც-ინტერვიუს გვთავაზობს. ბლიც-ინტერვიუს რესპონდენტი ნიჭიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე და ყველასათვის საყვარელი პედაგოგი ნანა ზოიძეა (ბერიძე). ინტერვიუ სკოლის მენეჯერმა გურანდა ქოქოლაძემ მოამზადა.

- სახელი და გვარი? 

- ნანა ზოიძე  (ბერიძე)

- რა საგანს ასწავლით?  

- ბიოლოგიას და ბუნებისმეტყველებას.

- მოგვიყევით თქვენზე.

- ამ შეკითხვაზე ყოველთვის დედა მახსენდება. პატარა ვიყავი, როცა დედას კითხეს: რატომ არასოდეს არაფერს ყვები შენი შვილების შესახებო? დედამ უპასუხა: ჩემი შვილები  მთელი ჩემი სამყაროა, ცუდის სათქმელად ვერ გავიმეტებ, კარგის თქმა კი სხვებისგან გამიხარდებაო. მეც საკუთარ თავს ხომ არ დავძრახავ ან დავაქებ  მხოლოდ ერთს ვიტყვი:  ვარ ის და ისეთი, როგორიც სინამდვილეში/რეალურად ვარ, არასოდეს ვირგებ ნიღაბს.

- რამდენი წელია ხართ დასაქმებული ჩვენს სკოლაში?

- 27 წელია (1994 წლიდან).

- პედაგოგიური საქმიანობისა და წარმატებების შესახებ  მოგვიყევი.

- როდესაც ბრძანება დაიწერა ჩემი პედაგოგიური საქმიანობის შესახებ და პირველად შევდგი ფეხი სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად, მეორე დღეს შემისრულდა 20 წელი (მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი). იმ დღიდან დაწყებული, არასოდეს მქონია გაკვეთილზე მოსწავლეებთან ურთიერთობაში პრობლემა, არასოდეს დამკლებია მოსწავლეების, მშობლების, მოსახლეობის სითბო, სიყვარული და ნდობა. როგორი ენერგიითაც 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, დღემდე იმ ენერგიით ვაგრძელებ,  არ მიყვარს ზედაპირულად საქმის კეთება, მოღვაწეობის 27 წლის მანძილზე მაქვს მიღებული მრავალი სიგელი, ჯილდო, მადლობის ფურცელი, წარმატებული მონაწილეობა მიმიღია  როგორც რაიონულ, ასევე რეგიონალურ კონფერენციებზე, პროექტებში.
სიახლეების გაცნობის მიზნით ვესწრებოდი სხვადსხვა ტრენინგებს და მაქვს აღებული მრავალი სერთიფიკატი სხვადასხვა აქტივობაში. მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი როგორც ბიოლოგიაში (Vll-Xl კლ), ასევე ბუნებისმეტყველებაში (l-lV კლ). მაგრამ  არა ამბიციურობის გამო არ ვიზრუნე წინსვლაზე, ამიტომ მომავალში ბევრი სამუშაო მელოდება.

- რას თვლით  თქვენს  ძლიერ და სუსტ მხარედ?

- ჩემს როგორც ძლიერ, ისე  სუსტ  მხარედ მივიჩნევ ერთი და იგივე თვისებებს: პირდაპირობას და გულწრფელობას,  რადგან ამ თვისებების გამო ზოგჯერ მომიგია,  ზოგჯერ კი  წამიგია და გული საშინლად მტკენია.

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

- ოჯახშიც და  ახლო ნათესაურ წრეშიც პროფესიით პედაგოგი არავინ არ მყავს, ამიტომ არც მე მიფიქრია ამაზე ბავშვობაში, უფრო მედიცინა მიზიდავდა და მაინტერესებდა, რომელიც დღემდე ჩემი ინტერესის სფეროა, როცა არჩევანი ბიოლოგიის ფაკულტეტზე შევაჯერე და ჯერ კიდე სტუდენტმა სკოლაში მუშაობა დავიწყე, მივეჯაჭვე სკოლას, ჩემს ერთგულ, თბილ  კოლეგებს  და ბევრი სხვა არჩევანის მიუხედავად დავრჩი ამ პროფესიის ერთგული. 

- რას ფიქრობთ განათლების სისტემის შესახებ?
 
- სიახლეების და თანამედროვეობაზე ნაბიჯის აწყობის მომხრე ყოველთვის ვარ, მაგრამ არ მომწონს, როცა განათლების სფეროში/სკოლაში ყოველ წელს რეფორმებს ნერგავენ და მათ შორის ძალიან ბევრ უაზრო რეფორმას, რის გამოც მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც საცდელ ობიექტებად ვართ ქცეული. დადებით შედეგებს კი უსაზრვრო დროით ველოდებით. 

- რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობა?

- მე ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობამ მასწავლა საკუთარი შვილების სწორად აღზრდა და პირიქით, საკუთარ შვილებზე დაკვირვებით ვისწავლე მოსწავლეებთან სწორი მიდგომა და ურთიერთობა; როცა მათ ვასწავლი, ვეფერები, ვუბრაზდები თუ რჩევას ვაძლევ, თვალწინ ჩემი შვილები მიდგას, ამიტომ არ შეიძლება ასეთი ურთიერთობა ზედაპირული,  გრძნობას, სითბოს და სიყვარულს მოკლებული იყოს; თუმცა ყოველთვის ვცდილობ  სკოლაში ეს ურთიერთობა ზომიერების საზღვრებს არასდროს არ გასცდეს. 

- რას შეცვლიდით ჩვენი სკოლისა და მოსწავლეების წარმატებისთვის? 

- სკოლის წარმატებისათვის სათანადო ინვენტარის შეძენა და აღჭურვას, ლაბორატორიების არსებობას და მეტი პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის საშუალებას, კლასკაბინეტების შექმნას, რათა მასწავლებელს გაკვეთილის მოდიფიცირების დროს ადგილზე ჰქონდეს რესურსის შერჩევის საშუალება და ა. შ. 

- რას გეგმავთ და აკეთებთ სასკოლო და საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებისთვის?

- ვეცნობი სიახლეებს და ვმუშაობ საკუთარი პროფესიული განვითარების კუთხით. გაკვეთილზე ვცდილობ ვიყო პოზიტიური, ინტერესის გაზრდის მიზნით შესასწავლ საკითხს ვუკავშირებ ყოველდღიურ ცხოვრებას და  საჭიროებას,  ვმუშაობ როგორც ცოდნის მოსწავლისათვის მარტივად/გასაგები ენით მიწოდებაზე, ასევე უნარების განვითარებაზე, რათა შეძლონ ნასწავლის რეალიზება ცხოვრებაში. ვეცნობი კოლეგების გამოცდილებებს და ვნერგავ ჩემს პრაქტიკაში.                                                                                                                                                                          -თქვენი აზრით როგორია მშობელთა ჩართულობა ჩვენს სკოლაში? რა დადებითი მხარეები აქვს მშობელთა ჩართულობას?

- სკოლის და მოსწავლის წარმატების მისაღწევად აუცილებელია სამ რგოლს შორის უწყვეტი კავშირი, ეს რგოლებია: სკოლა, მოსწავლე, მშობელი. მშობელთა ჩართულობა  ბოლო წლების მონაცემებით არა მარტო ჩვენს სკოლაში, არამედ საერთოდ, აქილევსის ქუსლად იქცა.  დაწყებით საფეხურზე, მშობელთა ჩართულობა შედარებით მაღალია, მაგრამ საბაზო და საშუალოზე ძალიან დაბალი. 

- თქვენი აზრით რა პოტენციალი აქვს ჩვენს სკოლას?

- ის რაც სკოლის განვითარებისთვის აუცილებელია: მიზნები (რეალისტური) და მოტივაცია, სკოლის განვითარების გეგმა და მონიტორინგი,  ხარისხის კულტურა, თანამშრომლობა და თანამონაწილეობა,  ყველა ეს ნაბიჯები დიდი ხანია გადადგმულია ჩვენი სკოლის მიერ, უბრალოდ დახვეწა სჭირდება . 

- რას უსურვებდით სკოლას და მოსწავლეებს?

- უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში მუშაობის პროცესს და წარმატებებს.

- შემდეგი ბლიც ინტერვიუ ვის მოვუწყოთ გამოიწვიეთ

- ბლიც ინტერვიუში ვიწვევ ჩემს მეწყვილეს, თბილ, ღუღუნა ქალბატონს-გუგული გორგაძეს.
 
ავტორი: გურანდა ქოქოლაძე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება