ვანის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში
13-07-2021
დაკოპირებულია
-
+
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ტაბიძელები“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალშია.
2020-2021 წლების „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ პირველი ეტაპი დასრულდა.
სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან დისტანციური რეჟიმით გაიმართება.
სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.