მაღლაკის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბუნების დამცველები“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია
13-07-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბუნების დამცველები“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალშია.
სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ.
2020-2021 სასწავლო წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მონდომებითა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან დისტანციური რეჟიმით გაიმართება.
ნახევარფინალის შედეგების მიხედვით, ფინალის მონაწილე სკოლების რაოდენობა გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ხუთი ეკოკლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი „ნერგი“ დააგროვა ფინალში ავტომატურად მოხვდება.