გორისციხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
13-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი მშვიდ ვითარებაში, წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებით ამაღელვებელი პირველკლასელთათვის იყო, რადგან ეს მათთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი იყო.
პირველკლასელებმა საზეიმო ღონისძიება „დედაენის“ გაცილება მოაწყეს.
"დედაენა" სიბრძნის წიგნი და მთელი სამყაროა. დიდი მადლობა ძია იაკობ, დიდი მადლობა, რომ გვაჩუქე „დედაენა “ - ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ პირველკლასელები ყველასთვის საყვარელ და ძვირფას წიგნს.
მოსწავლეებმა ლამაზად და ხალისიანად გააცილეს „დედაენა“ და დამრიგებელთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
გორისციხის საჯარო სკოლის დირექცია პირველკლასელებს ულოცავს სწავლის პირველი წლის წარმატებით დასრულებას და მომავალ სასწავლო წლამდე ემშვიდობებათ.