გორისციხის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ხშირად ეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს.
სკოლაში ერთ-ერთი ასეთი ღონისძება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა; მოსწავლეებმა ეს დღე „მხიარული სტარტებით“ აღნიშნეს.
შეჯიბრში ჩართული იყო სკოლის ყველა მოსწავლე. ბავშვები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სხვადასხვა სპორტულ თამაშებში, რამაც არნახული მხიარულება და ხალისი გამოიწვია.
თამაშის დასასრულს, „მხიარულ სტარტებში“ მონაწილე ბავშვებს სკოლის ადმინისტრაციამ სიგელები გადასცა და ნაყინითაც გაუმასპინძლდა.
გორისციხის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ბავშვს ამ დღეს და ბედნიერ, ლაღ ბავშვობას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: