ქუთაისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
13-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებს - ნია მეშველიანს, მარიამი სილაგაძეს, დავით ლაშქარეიშვილს, ლიზა ბენდელიანს, ლანა კუხალაშვილს, მარიტა მანაგაძეს და მარი მაჩალაძეს სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
ქუთაისელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 81 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 12 ივლისს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქუთაისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ქუთაისის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.