მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
სკოლაში განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი, მათ, შორის მოსწავლეებმა პროექტზე - „ადამიანი და მავნე ჩვევები“ იმუშავეს.
„მერვეკლასელებმა წარმოადგინეს პროექტის - „ადამიანი და მავნე ჩვევები“ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია. ისაუბრეს ისეთი გავრცელებული მავნე ჩვევების შესახებ, როგორიცაა ალკოჰილიზმი, ნარკომანია, არაჯანსაღი კვება, ნიკოტინზე და კოფეინზე დამოკიდებულება“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება