სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა
13-07-2021
-
+


2021 წლის 9 ივლისს 4-წლიანი სახელმწიფო აკრედიტაცია მიიღო ახალმა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულიად უნიკალურმა საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამამ „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“.

აღნიშნული პროგრამა მომზადდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამშვიდობო განათლების ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მისი ინიციატორია რექტორი, პროფესორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ზურაბ ხონელიძე. როგორც ცნობილია, ბატონი ზურაბის მიერ შემუშავებულია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ინოვაციური იდეა, როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ იდეის საგანმანათლებლო იმპლემენტაციას წარმოადგენს.

პროგრამის განხორციელებაში ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩართული არიან, ასევე, დიპლომატებიც.

ახალი სამაგისტრო პროგრამის კონცეფციას საფუძვლად უდევს „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა, რომლის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამის უზრუნველყოფა კი შესაძლებელია მხოლოდ  ხარისხიანი განათლების მეშვეობით, რომელსაც ყველა მსურველს სთავაზობს უნივერსიტეტის სივრცე – თავისუფალი, კონკურენტული და დემოკრატიული. ახალი სამაგისტრო პროგრამით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეცდება ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს დაანახოს, რომ მათი ეთნოსების უსაფრთხოების და კეთილდღეობის პერსპექტივები გარანტირებულია მხოლოდ ევროპულ სივრცეში; აფხაზებისა და ოსების უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს ევროპული ინსტიტუტები; ხოლო ევროპისკენ ყველაზე მოკლე და იმედიანი გზა გადის საქართველოზე.

სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ განხორციელდება სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე.

ვულოცავთ პროგრამის ხელმძღვანელებს, ჩართულ აკადემიურ პერსონალს და ჩვენს უნივერსიტეტს ამ მორიგ წარმატებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება