მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უკვე 28 წელია, რაც ვაჟა ბუიღლიშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს - ბოლო სამი წელი დირექტორის პოზიციაზეა და მისი გუნდიც საუკეთესო პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, რაზეც მეტყველებს ის, რომ 24 პედაგოგიდან 11 წამყვანი, ხოლო - 11 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. ვაჟა ბუიღლიშვილმა Etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელი შეაფასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
ვაჟა ბუიღლიშვილი: პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა რთული იყო, თუმცა ღირსეულად გავართვით თავი. თავიდან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ მასწავლებლები ჩასწვდომოდნენ ტექნოლოგიებს და საგაკვეთილო პროცესი პრობლემების გარეშე წარმართულიყო. წარმოუდგენელი თანადგომა გვქონდა განათლების სამინისტროსა და რესურსცენტრისგან - მხარში გვედგნენ და გვეხმარებოდნენ ყველაფრით, რასაც საჭიროება მოითხოვდა. მიმაჩნია, ჩვენი სკოლა ღირსეულად გაუმკლავდა ამ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხარვეზები გვქონდა ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით და რამდენიმე მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომები დაგვჭირდა.
- მასწავლებლებისთვის რამდენად რთული იყო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა?
- იმით დავიწყებ, რომ სკოლაში სულ 24 პედაგოგი გვყავს, მათგან 11 წამყვანი, ხოლო 11 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა - ორიც პრაქტიკოსი. მასწავლებლების ძლიერი და კარგი გუნდი გვყავს. რაც შეეხება უშუალოდ ონლაინ-სწავლებას, ახალგაზრდა კოლექტივია და საკმაოდ მოკლე პერიოდში შევძელით პრობლემებთან გამკლავება, თუმცა ეს არ ყოფილა მარტივი. ადრე მასწავლებლებს რესურსცენტრიდან ტრენინგები უტარდებოდათ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ეს ცოდნაც გამოადგათ.
- ონლაინ-სწავლების შემდეგ, ალბათ არაერთი პრობლემა გამოიკვეთა სკოლაში...
- დიახ, არის გარკვეული ხარვეზები და პრობლემები, რომლებიც მხოლოდ ონლაინ-სწავლებას არ უკავშირდება - ისტ-ის სახელმძღვანელოების დეფიციტი გვაქვს. წლებია, ამ საგანში ახალი სახელმძღვანელო აღარ გვქონია და თუ ახალი ლიტერატურა იქნება, მოხარულები ვიქნებით. გვაქვს ძველი წიგნები, რომლებიც არასაკმარისია და ელექტრონული ვერსიები, რომლითაც სწავლობენ ბავშვები. ტექნოლოგიების ძალიან კარგი კაბინეტია ჩვენს სკოლაში, პროექტორით და ყველანაირი საჭირო ტექნიკით, მაგრამ უშუალოდ ამ საგნის წიგნების დეფიციტი
- რამდენი ხანია, რაც დირექტორის პოზიციაზე ხართ?
- ჩემს სკოლასთან ბევრი წელი მაკავშირებს, დავიწყებ იქედან, რომ ამ სკოლაში ვწავლობდი თავადაც - 1967 წელს შემოვდგი ფეხი. აქ ასწავლიდნენ ჩემი მშობლებიც და უკვე 28 წელია, რაც თავად ვმუშაობ - 25 წელი დირექციაში ვიყავი, ბოლო სამი წელია, დირექტორის მოვალეობას ვასრულებ მშობლიურ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი