მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წკაპ! და სიახლე სოციალურ ქსელში, ვიღაც რაღაც ახალს ჰყვება და საკუთარს გვიზიარებს, ძირითადად სელფით. იქ, სადაც ყოველი მეორე ფოტოგრაფია და ყველა ავტოპორტრეტისტი, სინათლით წერის ირგვლივ მოგზაურობა არასდროს სრულდება...
„სინათლით წერა“- ფოტოგრაფიას ჰქვია ასე, ჰოდა, სელფთან ერთად მოგზაურობა, თურმე, 1839 წელს იწყება რობერტ კორნელიუსთან ერთად. მან ობიექტივის სახურავის მოხსნითა და კამერის წინ შეცვლილი ლინზის განთავსებით ერთი წუთის განმავლობაში საკუთარი გამოსახულება მიიღო...
სანამ სელფი ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებდა და საკუთარი თავის აღბეჭდვა წამებში შეგვეძლებოდა, ძველად იყო 4-5 წუთიანი ექსპოზიცია, უფრო ადრე კი, 1826 წელს ფრანგი გამომგონებლის ნისეფორ ნიეფსის პირველი კადრი პარიზის ხედზე 8 საათიანი გადაღების შემდეგ. პირველი ფოტო - „ხედი ფანჯრიდან გრასში“ მიღებულია კამერა ობსკურას( ბნელი ოთახი, ყუთი) საშუალებით.
1835 წლიდან ფოტოგრაფიაში ექსპერიმენტებს ფრანგი მხატვარი და გამომგონებელი ლუიზ ჟაკ დაგერი აგრძელებს. იგი ფიქსირებულ გამოსახულებებს ვერცხლის ფირფიტაზე იოდინის ზემოქმედებით იღებს, გაპრიალებულ ვერცხლის ფირფიტას კამერა ობსკურაში ათავსებს, გადაღების ხანგრძლივობას 4-5 წუთამდე ამცირებს და უწოდებს მას „ლატენტურ“-უხილავ გამოსახულებას, რომელიც დაგეროტიპის სახელითაა ცნობილი.
ამავე პერიოდში ექსპერიმენტებს ატარებს ინგლისელი მეცნიერი და ფოტოგრაფი ჰენრი ფოქსტალბოტი, რომელიც ქაღალდის პირველ ნეგატივს იგონებს და ხელოვანს ერთი ნეგატივიდან რამდენიმე ფოტოს დაბეჭდვის საშუალებას აძლევს...
ჟამთასვლასთან ერთად, ფოტოგრაფია სამახსოვრო ხელოვნების ფორმად იქცა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა, გავრცელდა და გზად მრავალი საინტერესო ფოტოგრაფი და კადრი შემოგვინახა.
ჩვენს ქვეყანაში სინათლით წერა 1842 წელს შემოვიდა და პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის კვალდაკვალ მისი ისტორია დღემდე მრავალფეროვნად გრძელდება...
ილია მას „უჩინარ კაცს“ ეძახდა, ობიექტივის მიღმა იდგა და მთელი ცხოვრება უჩუმრად აკეთებდა ქართულ საქმესო...
სიდუხჭირეში გაზრდილი დუშელი ბიჭი თბილისში სამუშაოდ გამოიპარა და ფოტოგრაფ ხლამოვს სახელოსნოში მიებარა, სწორედ აქედან დაიწყო ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიული და საზოგადო მოღვაწეობა.
მძიმე დრო იდგა და ისიც მძიმედ უყურებდა „ქართველობის ნგრევას“... „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი და სამშობლოს გაბნეული საგანძურის ძიებაში, ფოტოაპარატით ხელში, მთელი ქვეყანა და დაღესტანი მოიარა, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალები შეაგროვა და „მოძრავი მუზეუმის“ შექმნით ქართველობის გახსენებას შეუდგა...
სწორედ როინაშვილის ობიექტივმა ასახა და ვაჟას, ყაზბეგის, ილიასა და სხვა ქართველ მოღვაწეთა სახეები დღემდე შემოგვინახა. მის სახელს უკავშირდება შოთა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტის შექმნაც.
როინაშვილი თბილისში მოქმედ ყველა კულტურულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ირიცხებოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა „მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება“, თავის ატელიეში აწყობდა თეატრის რეპეტიციებს, საჩუქრად უგზავნიდა სოფლის ბიბლიოთეკებს წიგნებს. ცდილობდა, მოესწრო რაც შეიძლება მეტი...
52 წლის ასაკში ალექსანდრე როინაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის მიხედვით, მისი ქონება „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადაეცა.
„ის მოუკვდა ერს, მოუკვდა ქართველობას...“ - იწერებოდა „ივერიაში“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში