დაბა თიანეთის N1 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მზაობისა და მდგრადი მზაობის სერტიფიკატები მოიპოვეს
13-07-2021
დაკოპირებულია
-
+
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge -ს მზაობისა და მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმსახურეს მოსწავლეებმა:
1. გიგა ქისტაური; 2. ნინო გუშარაშვილი; 3. მარიამ გოჯიაშვილი; 4. მარიამ ბიჩინაშვილი; 5. მარიამ მგელიაშვილი; 6. ნიკა ხოსიაური; 7. ანანო ხარანაული; 8. მარიამ ბიჩელაშვილი; 9. ნიკოლოზ ქიტესაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები izrune.ge-ზე აქტიურობის მიხედვით იღებენ კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატს იმის დასტურად, რომ წარმატებით დაძლეს ასაკის შესაბამისი, კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და რომ აქვთ მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.