TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

პედაგოგების ხელფასზე განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს - ინფორმაცია სპეცმასწავლებლებს ეხება
13-07-2021
-
+


მასწავლებლები ივლისის დასაწყისიდან შვებულებაში არიან, თუმცა, ირკვევა რომ მათ ამ დრომდე შვებულების ანაზღაურება ჯერ არ დარიცხვით. Etaloni.ge-მ კი გაარკვია, რომ ეს საკითხი 15 ივლისამდე უნდა მოგვარდეს, თუმცა საინტერესოა, იგივე წესი ვრცელდება თუ არა სპეცმასწავლებლებზე - ამ კითხვით Etaloni.ge-ს არაერთმა სპეცპედაგოგმა მიმართა და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შევხებოდით მას.

გასათვალისწინებელია, რომ სპეცმასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ (ერთეული გამონაკლისების გარდა), შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩაბარებამდე და სტატუსის ამაღლებამდე მათ მხოლოდ ხელფასი დაერიცხებათ, შემდეგ კი, ახალი სასწავლო წლიდან, უკვე სტატუსის დანამატსაც მიიღებენ.

ამასთან, განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე Etaloni.ge-ს განუმარტეს, რომ ყველა პედაგოგი, შვებულების თანხას 15 ივლისამდე მიიღებს: „15 ივლისს არ გადაცილდება, შესაძლოა, დღესვე იყოს შვებულების ანაზღაურება“.

იხილეთ ასევე:

შვებულების თანხა მასწავლებლებს 15 ივლისისთვის დაერიცხებათ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება