მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონვირუსის პანდემია გრძელდება, ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ მეოთხე ტალღასთან ძალიან ახლოს ვართ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღიურად გვაფრთხილებს ინფიცირების საფრთხეებზე. ეპიდემიოლოგები აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ინფექციის მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა ბავშვებში, იმდენად რომ პედიატრიული საწოლების დამატება გახდა საჭირო.
იმის ფონზე, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ბავშვები უფრო მარტივად ინფიცირდებიან, ვიდრე ზრდასრულები რეგულაციების მკაცრად დაცვა აუცილებელია, თუმცა საკითხავია, რამდენად იცავს საზოგადოება აღნიშნულ რეგულაციებს, თავშეყრის ადგილებში და დახურულ სივრცეებში, რამდენად ზრუნავენ საკუთარი და სხვის ჯანმრთელობაზე.
ფაქტია, ბავშვთა გასართობ და დაბადების დღის ცენტრებში ის წესები, რომელთა საფუძველზეც მოხერხდა მათი გახსნა, უხეშად ირღვევა. ვერ კონტროლდება ბავშვებს შორის დისტანცია თამაშების დროს, ვერ ხერხდება სათამაშოების დეზინფექცია თითოეული ბავშვის შეხების შემდეგ... ისიც გასაგებია, რომ ეს არ არის მარტივი საქმე და საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის კონტროლი, მაგრამ მხოლოდ ტემპერატურის სკრინინგით ვერ მოხერხდება ვირუსის პრევენცია, რადგან ცნობილია, ზოგ შემთხვევაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მსგავსმა დამოკიდებულებამ თავისუფლად შეიძლება რეალურად შეუწყოს ხელი ვირუსის გავრცელებას.
გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და მსგავსი დაწესებულებები დაზარალდნენ არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა საკითხი ბავშვებს ეხება.
იმის გადასამოწმებლად, მიმდინარეობს თუ არა კონტროლი ამ სექტორზე, შრომის ინსპექციას დავუკავშირდით,
და შემდეგი კითხვებით მივმართეთ: ვინ არის პასუხისმგებელი არსებული რეგულაციების დაცვაზე და რამდენად კონტროლდება ბავშვთა გასართობი, დაბადების დღის აღსანიშნი დაწესებულებები? ფაქტია, რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მიეცათ მათ მუშაობის გაგრძელების უფლება, მეტ-ნაკლებად სრულდება... თუ კონტროლდება არსებული ობიექტები რატომ არის კვლავ დარღვევები? რა სახის სანქციებია მათ მიმართ და დღეის მონაცემებით, რა სახის დარღვევებია დადგენილი მსგავს დაწესებულებებში? რა ვადებში ხდება კონტროლი?
უწყების მიერ მოწოდებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ და თავად განსაჯოთ დამაკმაყოფილებელია თუ არა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
„ ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების“ შესაბამისად, მთავარ საზედამხედველო ორგანოდ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, განისაზღვრა სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური. ზემოთ ხსენებული უფლებამოსილების ფარგლებში, შრომის ინსპექცია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის გარდა, პერმანენტულ რეჟიმში უზრუნველყოფს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესრულების მონიტორინგს.
შრომის ინსპექცია,სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად,მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონით დადგენილი წესების მიხედვით, ახორციელებს რეაგირებას როგორც აკრძალული, ისე ნებადართული საქმიანობების რეკომენდაციებთან შესაბამისობის დასადგენად, რომლის საფუძველზეც გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების სახით.პირველ ჯერზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის განსაზღვრულია სანქცია 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარის ოდენობით.“
იხილეთ ასევე: იკრძალება ბანაკები, შეხვედრაზე მხოლოდ ტესტის საფუძველზე დაგიშვებენ - პრემიერის ბრძანება გამოქვეყნდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც