სხეფის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პირველ მასწავლებელს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს
14-07-2021
დაკოპირებულია
-
+
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი მშვიდ ვითარებაში წარმატებით დასრულდა. მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს, მარინა დარჩიძეს გამოემშვიდობნენ.
სკოლის მე-4 კლასელებმა პირველ მასწავლებელს, მარინა დარჩიძეს საჩუქრად ამავე კლასის მოსწავლის, მერი დავითაძის მიერ შესრულებული ნახატი გადასცეს.
პატარებმა, საყვარელ პედაგოგს ლამაზად მოწყობილი მერხი დაახვედრეს და დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ; სამახსოვროდ კი ფოტოებიც გადაიღეს.
პირველმა დამრიგებელმა პატარებს ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებები უსურვა და იმედოვნებს, მუდამ ასეთი ლაღები და სწავლას მოწყურებულები იქნებიან მისი აღზრდილები.