სიახლეები
სიახლეები

საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა
14-07-2021
-
+


13 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლევანდელ ჩემპიონატში 30-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა საპატიო, ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი საქართველოს ნაკრებს მრავალი წელია არ ჰქონია. ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლონეთის გუნდი, მეორე ადგილი სლოვაკეთის, ხოლო მესამე ადგილი ავსტრიის გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. 

დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი, მაგდა მაღრაძე, ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის პრეზიდენტი, მარტინ პლეში, ჟიურის წევრები, მონაწილე გუნდები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გუნდის წევრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. რამდენიმე ათწლეულია მსგავსი შედეგი ჩვენს ნაკრებს არ ჰქონია. წლევანდელ ტურნირში პოლონეთის გუნდმა გაიმარჯვა და ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ. 

25-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს (The 34th International Young Physicists’ Tournament 2021) კვლავ საქართველომ, კონკრეტულად კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 

ტურნირი 8 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა. ჩემპიონატში წელს, 27 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა, რომელთაგან 14 ქვეყნის გუნდი ქუთაისს ეწვია, ეს ქვეყნებია: ავსტრია, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი პაკისტანი, შვეიცარია, ხორვატია, უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, ირანი. შემდეგი ქვეყნების გუნდები კი, ონლაინ რეჟიმში ჩაერთნენ ჩემპიონატში: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა,  გერმანია, ინდოეთი, კორეა, მაკაო, ახალი ზელანდია,  სინგაპური, შვედეთი, ტაილანდი, ტაივანი და ჩინეთი. ახალგაზრდებს რამდენიმე დღის მანძილზე, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი უნარები ფიზიკის ღია ტურნირში გამოცადონ. 

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწოდებენ, ყოველწლიურად ტარდება და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის. ტურნირის მიზანია, წარმოაჩინოს მონაწილეთა უნარები - წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

ტურნირის მრავალწლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ გუნდური ბრინჯაოს - 8, ვერცხლის - 3 და ოქროს 1 მედალი.
აღსანიშნავია, რომ  1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი, სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს საქართველო მასპინძლობს. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების მეტად დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, განუვითარებს მათ მკვლევარისთვის აუცილებელ თვისებებს, პრობლემის გადაწყვეტისათვის საკუთარი კონცეფციის გამომუშავებისა და წარმოჩენის უნარებს. ამ პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია  და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: IYPT.org


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება