ყელქცეულის საჯარო სკოლა საერთაშორისო სკოლების პროგრამის მონაწილეა
14-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული და წარმატებებსაც აღწევს.
ამჯერად, სკოლამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში მიაღწია წარმატებას და Wakalet-ის საერთაშორისო სკოლების პროგრამის მონაწილე გახდა.
ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგები: მარინე ტაბატაძე და ნინო გიგოლიშვილი აქტიურად ჩაერთვნენ სკოლისთვის ამ მართლაც მნიშვნელოვან პროექტში.
ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ტაბატაძე პედაგოგებს ულოცავს ამ დიდ წარმატებას და იმედოვნებს, პროექტში მათი ჩართულობით სკოლა არაერთხელ იამაყებს.