მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტმა აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღლევა გამოიწვია. პეტიციაც კი შეადგინეს მოთხოვნით - რთულად ეცნოთ ტესტები და ბარიერი დაეწიათ. ამ მოთხოვნით აბიტურიენტებმა განათლების სამინისტროსა და პარლამენტს მიმართეს. არავინ იცის, რა მსვლელობა მიეცემა საკითხს, მანამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვბნული ცენტრი, აღშფოთებულ აპლიკანტებს პასუხობს. naec-ის განმარტებას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ტესტების ვარიანტების სირთულე დგინდება სტატისტიკური ანალიზით და ამ ანალიზის გარეშე, წინასწარ რაიმეს მტკიცება არ არის მიზანშეწონილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტული შეფასებით, 2021 წელს მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა, პირიქით, ამოღებულია გარკვეული დავალებები, მაგალითად, პლანიმეტრიის ოთხქულიანი დავალება, რომლის ამოხსნაც (თუ გასული წლების სტატისტიკურ მონაცემებს გავითვალისწინებთ) უჭირდათ აბიტურიენტებს. ამასთან, არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ტესტი არის დაბალანსებული, დასაწყისში არის მარტივი დავალებები და შემდეგ ისინი თანდათან რთულდება, რაც აუცილებელია ისეთი ტესტირების შემთხვევაში, რომლის დანიშნულებაც გამოსაცდელთა სელექციაა“.
იხილეთ ასევე:
დაინიშნოს გამოცდები და შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი - სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიხეილ ჩხენკელს მიმართავს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე