„ძნელია იყო მასწავლებელი თუ არ გიყვარს შენი პროფესია“- გაიცანით, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ წარმატებული პედაგოგი თამარ გიორგაძე
14-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაცია ინგლისურის მასწავლებელ თამარ გიორგაძეს გვაცნობს.
თამარ გიორგაძე ამ სფეროში უკვე 18 წელია მოღვაწეობს. სწავლა სახალისო რომ იყოს პატარებს საინტერესო წარმოდგენების დადგმაში ეხმარება.
„მისთვის პროგრესი არის განვითარების, ზრდის და წინსვლის აუცილებელი პროცესი. მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იყოს პროფესიონალი და უნდა შეეძლოს თითოეული მოსწავლის დანახვა და გაგონება. წარმატებული კარიერა ვუსურვოთ თამუნას და მის მოსწავლეებს! მისი ენერგიის წყალობით ბევრ მათგანს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ვიხილავთ!“,- აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.