სიახლეები
პიროვნება

„ჩემი სკოლა მახსენებს მყარ საძირკველს, ძლიერი და განვითარებული ქვეყნისას“ - იამზე მელაძე, სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი, იამზე მელაძე თვლის რომ, წარმატება დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ყოველდღიური მიზნის და სტრატეგიების დასახვა სჭირდება. ის Etaloni.ge-ს ბლიცნტერვიუს კითხვებს პასუხობს და სკოლის პერიოდს, პირველ მასწავლებელს იხსენებს...

- წარმატება არის...

- დიდი შრომის შედეგი, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვისახავ მიზანსა და შესაბამის სტრატეგიას.

- ჩემი სკოლა მახსენებს...
- მყარ საძირკველს, ძლიერი და განვითარებული ქვეყნისას, სადაც იჩეკებიან განათლებული და მოქალაქეობრივი ღირებულებებით განვითარებული ახალგაზრდები.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- ქალბატონი, რომელმაც მასწავლა და მაზიარა იმ ღირებულებებს, რომელიც გამომადგა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

- მოსწავლე რომ ვიყავი...
- ვცდილობდი  ჩემი სკოლის პედაგოგების სიყვარული სწავლითა და პატივისცემით მომეპოვებინა.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- სულხან-საბა ორბელიანის „ დავითიანნი“.

- ზაფხულში ვცდილობ...
- ყოველდღე ვაკეთო ის საქმე, რომელიც სექტემბერში სკოლის საზოგადოებას დაახვედრებს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
- „ის რაც ხშირად რთული გეჩვენება, აღმოჩნდება, რომ მარტივია“ „მთავარია შრომა და შეუძლებელი არაფერია“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება