გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი ტოტოჩავამ და თამარ ჯაფარიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს
15-07-2021
დაკოპირებულია
-
+
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი ტოტოჩავამ და თამარ ჯაფარიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატები არიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.