მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭუმბურიძე პასუხობს.
- წარმატება არის. . .
- ჩემი აზრით, დასახული მიზნის მიღწევა.
- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- საამქროს, სადაც ქვეყნის მომავალი იბრძმედება...
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- გაანათლოს ღმერთმა მისი სული (ნადია ბუხსიანიძე) ... იყო გამორჩეულად თავდადებული საქმისადმი... ცდილობდა მთელი სამყარო გადაეშალა ჩემს თვალწინ...
- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- ეკონომიურად გვიჭირდა და დედა სულ მაფრთხილებდა: თუ გინდა, რომ არ გაგიჭირდეს, კარგად უნდა ისწავლოო და მეც ვსწავლობდი.
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- „ვეფხისტყაოსანი“, სადაც ყველა ცხოვრებისეულ კითხვაზე ვპოულობ პასუხს...
- ზაფხულში ვცდილობ. . .
- ცოტა განვიტვირთო, დავისვენო და ახალი ენერგიით შევხვდე ახალ სასწავლო წელს.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები