სიახლეები
პიროვნება

„ყოველთვის ვოცნებობდი მასწავლებელი გავმხდარიყავი “ - მაია ქობულია, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორთან, მაია ქობულიასთან შედგა.

- წარმატება არის...

- წარმატება არის,  როდესაც რუდუნებით აკეთებ საქმეს და კარგად დამთავრდება. ჩემთვის ეს იგივე  სიკეთის კეთებაა, რადგან მუდმივად ვზრუნავ  მომავალ თაობის განვითარებაზე. წარმატებას მათი გაცისკროვნებული თვალებიდან ვგრძნობ და ამ დროს ყველაზე მეტად ვარ ბედნიერი.

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- ჩემი სკოლა მახსენებს იმ ლამაზ წლებს, რასაც ჩემი ბავშვობა ჰქვია, ახლაც როცა გვერდს ჩავუვლი ქუთაისის  N32 საშუალო სკოლას, სითბო მოდის და თვალებით ვეფერები.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ჩემი პირველი მასწავლებელი გახლდათ სათნო, თბილი და საყვარელი ნათელა ჩაგანავა. 

- მოსწავლე რომ ვიყავი..

- მოსწავლე რომ ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გავმხდარიყავი მასწავლებელი.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- მიჭირს ერთის გამოყოფა. ხშირად ვკითხულობ ლევან სანიკიძის წიგნს „309 ქართული - 777 ქართული სიქველე“

- ზაფხულში ვცდილობ...

- ზაფხულში ვცდილობ სკოლაში ახალი სიახლეები განვახორციელო, რომ როდესაც სექტემბერში მოვლენ ჩემი მერცხლები, დავახვედრო არა მარტო მოწესრიგებული გარემო, არამედ რაღაც სიახლე.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება..

- “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!“  - შოთა რუსთაველი

„რასაც არ კრძალავს კანონი, მას კრძალავს წესიერება“  -  ლუციუს ანეუს სენეკა

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება