მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელსა და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბლიც-ინტერვიუში ამჯერად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი, ტარიელ მიქელაძე საუბრობს.
- წარმატება არის...
- ჩემთვის წარმატება საყვარელი საქმის მსახურებაა და უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს. მთავარია წინსვლისა და განვითარებისთვის ბრძოლა არ შეწყვიტო. წარმატება ტიტანური შრომის შედეგია.
- ჩემი სკოლა მახსენებს...
- რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, აქვს და ჩვენ, სასკოლო საზოგადოება მუდმივად უნდა ვიდგეთ მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. სწორედ სკოლაა ძლიერი, განვითრებული ქვეყნის საძირკველი.
- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- გახლდათ, ონარი ბიბილეიშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, რომელმაც მაზიარა ცხოვრებისეულ ღირებულებებს... გული მწყდება - დღეს აღარ არის, თუმცა უზომო სიყვარული დატოვა.
- მოსწავლე რომ ვიყავი...
- ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ უნდა მებრძოლა წარმატებისთვის, საკუთარი მიზნების მიღწევისთვის და არასოდეს დავნებებულიყავი... ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
- ჩემი სამაგიდო წიგნი...
- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია"...
- ზაფხულში ვცდილობ...
- ზაფხულში ვცდილობ, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, ყველაფერი ისე მოვაწესრიგო, რომ ახალი სასწავლო წლისთვის დაბრუნებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო დახვდეთ და უდიდესი სიხარული იგრძნონ, როდესაც მშობლიური სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
- თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ გარბიხარ - იარე და თუ სიარულის ძალაც გამოგელია, იხოხე... ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა... მთავარია, შრომა და შეუძლებელი არაფერია!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი