სიახლეები
პიროვნება

„ჩემი სკოლა მახსენებს ტაძარს, რომლის კარი ყოველთვის ღიაა“ -ხონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე
15-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძესთან.

- წარმატება არის. . .

- სიზარმაცესთან  დაუღალავი ბრძოლა; შრომა და შრომა, კვლავ მუხლჩაუხრელი შრომა

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .

- ტაძარს, რომლის კარი ყოველთვის ღიაა სულიერი თუ მორალური ღირებულებების  მისაღებად, კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის უშურველად გასაცემად

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .

- აწ გარდაცვლილი ბატონი სოზარ აფხაზავა; კალიგრაფიაზე ასე მავარჯიშებდა: „ოოო, კარგია, ნუნუ, ასოები მრგვალია, ოღონდ გადააბით...“  ეს „თ“იყო საკუთარ თავს რომ გაპოვნინებდა და თავდაჯერებას გმატებდა. დღევანდელი გადასახედიდანაც ვფიქრობ: ეს მასწავლებლის ყველაზე საჭირო უნარ-ჩვევაა.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .

- სამყარო უზარმაზარი, ძალიან დიდი მეჩვენებოდა... 60 წელი - იმიერში კანონზომიერად გადასახლების ასაკი...ახლა, პირიქით!  თურმე რა პატარაა სამყარო და რა მოკლეა წუთისოფელი!

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .

- შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“ და ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“. არ შეიძლება ეს წიგნები წაიკითხო და სიყვარულით არ აივსო. სიყვარული კი ბოროტებისგან გიცავს

- ზაფხულში ვცდილობ. . .

- დავტკბე ყოველი თავისუფალი წუთით (თუმცა ზაფხულშიც ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს)

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .

- „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება