კოდის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“- სალომე მონადირიშვილი და დარინა მონადირიშვილი მე-II ეტაპის მაღალქულიანთა შორის არიან
15-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა - სალომე მონადირიშვილმა და დარინა მონადირიშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეები თეთრიწყაროს დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის მე-II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტიგნში არიან.
სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
თეთრიწყაროს მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 5 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 08 ივლისს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თეთრიწყაროელი მოსწავლე „ეტალონის“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.