ჭობარეთის საჯარო სკოლას წელს ორი კურსდამთავრებული ჰყავს - დირექტორი მაყვალა ჯვარიძე აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
15-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა; სკოლის ორი კურსდამთავრებული: თამუნა გვირჯიშვილი და დალი ივანიძე აბიტურიენტები არიან.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავს.
ჭობარეთის საჯარო სკოლის დირექტორი, მაყვალა ჯვარიძე დირექციასთან ერთად კურსდამთავრებულებს ულოცავს სკოლის დამთავრებას და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 1 ივლისს და დასრულდება 20 ივლისს.