თაქალოს საჯარო სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას უსურვებს
15-07-2021
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.
სკოლა, მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობს; პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლაში, დირექტორის, ჰუსეინ ჰუსეინოვის ხელმძღვანელობით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავდნენ.
სკოლა წელს ცხრა მოსწავლემ დაამთავრა და რეგისტრირებულები არიან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე.
თაქალოს საჯარო სკოლის დირექტორი, ჰუსეინ ჰუსეინოვი პედაგოგებთან ერთად აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას და ძალიან ბევრ წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 1 ივლისს და დასრულდება 20 ივლისს.