ნაგარევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
15-07-2021
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსშიი მონაწილეობდა 5 მოსწავლე:
იოანე ხუჯაძე ( XI კლასი);
ნათია წაქაძე (XI კლასი);
გოგა ცქიფურიშვილი (XI კლასი);
თომა გაგუა (IX კლასი);
გვანცა სებისკვერაძე IX კლასი.
იოანე, გოგა და თომა თერჯოლის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინში მოხვდნენ.
მათ შორის იოანე ხუჯაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის II ადგილის მფლობელი გახდა.
სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.
ამაყობს მათი წარმატებით.
თერჯოლელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 13 ივლისს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თერჯოლელი მოსწავლე „ეტალონის“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.