კატნატუს საჯარო სკოლის დირექტორი სურენ მზიკიანი კურსდამთავრებულებს დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს
15-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა.
სკოლაში მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობდნენ; სასწავლო წელი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობდა.
სკოლა საბაზოა და წელს მე-9 კლასი წარმატებით ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა; სკოლის დირექტორის, სურენ მზიკიანის ინფორმაციით კურსდამთავრებულები ნინოწმინდის სხვა სკოლებში გადანაწილდებიან.
კატნატუს საჯარო სკოლის დირექტორი, სურენ მზიკიანი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებენ ცხოვრების ყველა ეტაპზე.