სიახლეები
პიროვნება

„სკოლა ცოდნის გაზიარების, ურთიერთობებისა და ღირსების ზრდის ადგილია“- სერგო ხოზრევანიძე, სალიბაურის N2 სკოლის დირექტორი
15-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან სერგო ხოზრევანიძესთან შედგა.

- წარმატება არის. . .

- იმ მიზნის განხორციელება, რომელიც დასახულია პიროვნების მიერ იმ სოციო-ფსიქოლოგიური პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც მიზნის დასახვის მომენტში არის აქტუალური.  წარმატების გაზომვა ინდივიდუალურია. ზოგიერთი - ფულით, ქონებით, კარიერული წინსვლით ან გავლენებით ზომავს მას, ხოლო ზოგი ცხოვრებაში მიღწეული შედეგებით, ბედნიერებით და ცხოვრებისგან მიღებული კმაყოფილების დონით. ჩემი აზრით, წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც მოგწონს შენი თავი, მოგწონს, რასაც აკეთებ და მოგწონს, როგორ მიდის შენი ცხოვრება სხვებზე მზრუნველობით

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .

- ფუტკრების სკას, სადაც ყველას თავისი როლი და მიზანი აქვს.  სკოლა თავშესაფარი არაა, არც მასწავლებლებისთვის, არც ბავშვებისთვის და არც მშობლებისთვის. სკოლა ცოდნის გაზიარების, გართობის, თამაშის, ურთიერთობებისა  და ღირსების ზრდის ადგილია. თუ მოსწავლე ასე იყალიბებს ცოდნას, ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი სწორად მოქმედებს და ეს შედეგი  მასწავლებლისთვისაც  ძალიან დიდი ჯილდოა.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- იყო ოთარ სურმანიძე. პირველი, ყველაზე საყვარელი მასწავლებლის მეხსიერება სამუდამოდ დარჩა ჩემს გულში. მგრძნობიარე, სიმპათიური, ამავე დროს მკაცრი და სამართლიანი, რომელიც საკუთარი შვილივით ზრუნავდა არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის.  გვასწავლა, როგორ სწორად უნდა გვეჭიროს კალამი, დავწეროთ პირველი კავები და ჯოხები, გამოვსახოთ ასოები და ციფრები…მასთან ერთად ჩვენ წავიკითხეთ პირველი სიტყვები, დავთვალეთ პირველი მაგალითები, ვისწავლეთ გამრავლების ცხრილი…თითოეული გაკვეთილი ნამდვილი აღმოჩენა იყო!  მისმა გაკვეთილებმა მოგვცა იდეა მარადიული ღირებულებების, სიკეთისა და ბოროტების, სამყაროსა და ხალხის შეცნობის შესახებ.  გვასწავლა სწორად ცხოვრება.  მისი ოცნება იყო, რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები გავზრდილიყავით და მე ვფიქრობ,რომ მის ოცნებებს ფრთა შეესხა...

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .

- ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი მასწავლებელი სჭირდება მოსწავლეებს. მასწავლებლის პროფესია ერთ–ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანია დედამიწაზე. ეს მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას ბავშვის ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. მთავარი განსხვავება მასწავლებელსა და სხვა პროფესიებს შორის არის მისი სიყვარული ბავშვების მიმართ. მიუხედავად ყველა სირთულისა, შესაძლო გაუგებრობებისა და უთანხმოებისა, მასწავლებელი მაინც რჩება თავისი საქმის ერთგული, ეხმარება ბავშვებს, ასწავლის და უკვალავს მათ გზას ცხოვრებისაკენ, რადგან ბავშვები  ჩვენი ქვეყნის მომავალია. ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში გაგზავნისას, მშობელი ასი პროცენტით უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ იგი აყენებს თავის შვილს პროფესიონალი მასწავლებლის საიმედო ხელში. დღეს ეს ერთგვარად მეხმარება მოსწავლის თვალით შევხედო საკუთარ პროფესიას.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .

- არის ,,ვეფხისტყაოსანი“

- ზაფხულში ვცდილობ. . .

- მიზანმიმართულად გამოვიყენო  დრო, რათა ახალი მიზნებითა და შემართებებით დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ საქმიანობას

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .

- „ყოველთვის თესე  სიკეთე“; „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღეს შენს თავს ჰკითხო: აბა, დღეს მე ვის რა ვარგე!“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება