სიახლეები
სიახლეები

რა შემთხვევაში არ გაიხსნება სკოლები 15 სექტემბერს - რა წერია ზოგადი განათლების შესახებ კანონში
29-07-2021
-
+


მართალია, სასწავლო წლის დასაწყისზე საუბარი ახლა ცოტა ნაადრევია, თუმცა ჯანდაცვის მესვეურნი უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად, ყველა პედაგოგი სასურველია იყოს ორჯერადად აცრილი, რათა ბავშვებს არ გადასდოს ვირუსი ან პირიქით - მათგან არ დაინფიცირდნენ. ახლა იმაზე საუბარს არ ვაპირებთ, რა განწყობაა მასწავლებლებში ვაქცინის მიმართ, ერთი კი ფაქტია - ზოგადი განათლების შესახებ კანონში მკაფიოდაა გაწერილი რამდენიმე პუნქტი, რომელიც შესაძლოა სასწავლო პროცესის გადადების საფუძველი გახდეს.

პირველი გახლავთ ის, თუ 15 სექტემბერი შაბათ-კვირას ან დასვენების დღეს ემთხვევა; მეორე პირობა საგანგებო სიტუაციის არსებობა და მესამე - თავად სკოლის რეაბილიტაცია. რაც შეეხება კერო სკოლებს, სწავლის დაწყების საკითხი მათთან ინდივიდუალურად წყდება დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს ყველაფერი კი კანონში ასეა გაწერილი:

„მუხლი 7​1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება

1. საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული თარიღი:

ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება