სიახლეები
პიროვნება

„წარმატება არის განათლების, სწორი მენეჯმენტის და მონდომების მობილიზების ერთიანობა“ -ირინა ხელისუფალი, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი
16-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი პასუხობს. 

- წარმატება არის. . . 
- სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის: განათლების, სწორი მენეჯმენტის და მონდომების მობილიზების ერთიანობა..

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 
-  იმ ოაზისს, რომელმაც მომცა მყარი, მსუყე საძირკველი ცოდნისა, რომელზეც დავაშენე ჩემი შემდგომი გამოცდილება. პიროვნების ჩამოყალიბების ძირითადი ხაზიც სწორედ,ჩემი სკოლაში ყოფნის დროს გამოიკვეთა.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 
- ჩემი პირველი მასწავლებელი ყოველთვის იქნება ის მისაბაძი ნათელი წერტილი, რომლის მოდელი, გარეგნული და შინაგანი მახასიათებლები, ბავშვის თვალით დანახული საუკეთესო მანერები რეალურ ცხოვრებაში თან დაგყვება, არ გავიწყდება და ამის გამო სასიამოვნოა წარსული წლების მოგონება.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 
- მოსწავლე რომ ვიყავი, მარტივი და ჩვეულებრივი მეჩვენებოდა სამყარო, მაგრამ როგორი მრავალფეროვანია ის!.ჩვეული დინებით ზოგჯერ ვერ მიჰყვები და ყოველი გამოწვევა ახალი სწრაფვაა მომავლისაკენ!

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 
- ჩემი სამაგიდო წიგნი, რომელიც მართლა თვალსაწიერთან ახლოს დევს და რამდენჯერმეც გადავხედავ-ხოლმე ეს არის გერმანულენოვანი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლე". ძლიერი ემოციებისა და საინტერესო სიუჟეტის მქონე ამბავმა წაკითხვის შემდეგ ახლებურად დამანახა კონკრეტული ეპოქა და მთელი რიგი ფასეულობები.

- ზაფხულში ვცდილობ. . . 
- შემოდგომისთვის ვეცდები მომავალი სასწავლო წლისათვის საჭირო ენერგიასა და საქმისადმი შემართების გენერირება მოვახდინო, რელაქსაციისთვის რაციონალურად გადავანაწილო დრო, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება და მავალდებულებს : ეს არის ის რომ, ყველაფერი უნდა გააკეთო კეთილი იდეის განსახორციელებლად! უნდა ეცადო ალღომ და პროფესიულმა ხედვამ გაგიყვანოს საერთო საქმის აღმშენებლობის გზაზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება