მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა საუბრობს.
- წარმატება არის. . .
- სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ცოდნის მიღებისკენ, პიროვნული ზრდისკენ სწრაფვა, სწორად დასახული მიზნების მიღწევა დიდი ძალისხმევისა და მოთმინების შედეგად.
- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- ჩემს პირველ ნაბიჯებს და ემოციებს სკოლაში, ლაღ და უშფოთველ ბავშვობას, სასკოლო ცხოვრების ლამაზ და მრავალფეროვნად დატვირთულ წლებს, მასწავლებლებს, მათ მხარდაჭერას, ბრძნულ რჩევებს და იმ კეთილ სიტყვებს, რომლებიც ხშირად ტრიალებენ გონებაში: ურთიერთობა, მეგობრობა, სამშობლო, სიყვარული, პატივისცემა, თავმდაბლობა, კულტურა, მიტევება, შერიგება და სხვ.
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- ბავშვობა აღარ მეორდება, მაგრამ სულსა და გულში დამკვიდრებული იმდროინდელი შთაბეჭდილებანი საგზალია მთელი სიცოცხლისა.ბავშვობის ხიბლი კი ის არის,რომ სწორედ ბავშვობაში მოდის ყველაფერი პირველი: სიტყვაც, სიხარულიც, მეგობრობაც და სიყვარულიც. რა დამავიწყებს ჩემს პირველ მასწავლებელს, ვინც ცხოვრების ანბანს მაზიარა, ვინც ჩემში სიკეთის მადლი დათესა. მასწავლებელს, მზრუნველ და სიმპათიურს, ამავე დროს მკაცრ და სამართლიან ვარდო წულუკიანს, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. სამწუხაროდ, დღეს ის ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ მჯერა რომ მისი სული იქ არის ,სადაც „მართალნი „განისვენებენ. დაე, მისმა დათესილმა მადლმა გაუნათოს გზა სამარადისო სასუფეველში.
მადლობა მას ყოველი წუთისთვის, რაც ჩვენთვის დაუხარჯავს, სითბოსთვის, სიკეთისთვის, სიამაყისთვის და იმ ქართული საქმისთვის, რაც უკეთებია…
- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- უფრო მეტად მიტაცებდა ჰუმანიტარული დარგები. უპირატესობას ვანიჭებდი უცხო ენებს.განსაკუთრებით მიყვარდა რუსული ენა.ცელქი არ ვყოფილვარ,ვიყავი აქტიური და წარმატებული მოსწავლე.
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- დეილ კარნეგი: „ როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“.
- ზაფხულში ვცდილობ. . .
- ბევრი ვიმოგზაურო, ხშირად გავიდე ბუნებაში, წავიკითხო წიგნები.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- „წარმატება - ესაა შესაძლებლობა მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი“. /უინსტონ ჩერჩილი/
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.