სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„რეკომენდაციების განუხრელად შესრულებამ გამოწვევასთან წარმატებით გამკლავების საშუალება მოგვცა“-ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე
16-07-2021
-
+


რას ურჩევს მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად არის გაზრდილი მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში? ამ და სხვა საინტერესო თუ მნიშვნელოვან თემებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი, გიორგი გაგნიძე გვესაუბრა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
 
- სასწავლო წელი ორმაგად რთული იყო კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე. განსაკუთრებული გამოწვევა იყო სასწავლო პროცესის სასკოლო გარემოში შენარჩუნება. მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მითითებების და რეკომენდაციების განუხრელად შესრულებამ ამ გამოწვევასთან წარმატებით გამკლავების საშუალება მოგვცა.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?
 
- მშობელთა ჩართულობა სასწავლო - სააღმზრდელო პროცესში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა მშობელთა პასუხისმგებლობა და ინტერესი შვილების ჯანმრთელობის კუთხით.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- მე დარწმუნებული ვარ გამოცდაზე გამსვლელი ყველა ჩემი კოლეგა ფლობს საკმარის საგნობრივ და პროფესიულ უნარებს, რათა დაძლიონ საგამოცდო ბარიერი. მხოლოდ კონცენტრაცია და სიმშვიდეა ამისათვის საჭირო. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების არსებული  ფორმა, ხშირ შემთხვევაში, არ იძლევა მიახლოებით წარმოდგენასაც კი მასწავლებლის, როგორც ასეთის, შესახებ. პიროვნებამ შეიძლება ბრწყინვალედ იცოდეს საგანი, იცნობდეს ყველა მეთოდს, მაგრამ როგორ მიაქვს ეს ცოდნა მოსწავლეებამდე ეს არის საკითხავი. რამდენად უყვარს ბავშვები და რამდენად უყვართ ბავშვებს? ამას გამოცდა ვერ გასცემს პასუხს.   

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
 
- ახალციხეში ფუნქციონირებს შესანიშნავი პროფესიული სასწავლებელი და ბავშვებშიც იმ პროფესიებისადმი გაჩნდა ინტერესი, რომელთა დაუფლებაც ამ სასწავლებელშია შესაძლებელი.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ვფიქრობ, თუ ბავშვს სასკოლო ასაკი უსრულდება სექტემბრის თვეში, ის უნდა მივიღოთ სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება