სიახლეები
პიროვნება

„ჩემი სკოლა მახსენებს პატარა მტკიცე ოჯახს“- მარეხი გიორგაშვილი,​ ღოუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
16-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მარეხი გიორგაშვილი პასუხობს.

- წარმატება არის. . . 
- წარმატება გარკვეულ წილად განსაზღვრავს შენს მომავალს. იყო წარმატებული შენს საყვარელ საქმიანობაში, საყვარელ სფეროში ძალიან სასიამოვნო და აუცილებელია. მასწავლებელი, სკოლის დირექტორი უნდა იყოს წარმატებული. ეს ნიშნავს, რომ ფეხი უნდა აუწყო ყველა გამოწვევას და გადალახო სიძნელეები.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 
- ჩემი სკოლა მახსენებს პატარა მტკიცე ოჯახს მეგობრული ატმოსფეროთი, სადაც გარკვეული წესების დაცვა უხდებათ. სადაც სწავლა-სწავლებაზე და დისციპლინაზე დიდი მოთხოვნაა.


- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 
- ჩემი პირველი მასწავლებელი იყო აწ განსვენებული ნაზი სულამანიძე.ხშირად მახსენდება იგი,  დედასავით სუფთა და წმინდა იყო.მისი დარიგებები,გაკვეთილებიც არ მავიწყდება.ყველა ადამიანი უნდა იყოს მადლიერი თავისი პირველი მასწავლებლისა.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 
- ძალიან მიყვარდა სკოლა, მეგობრები, მასწავლებლები. ყველაზე მეტად კლასელები. სკოლის გაცდენა არ მიყვარდა. კარგად ვსწავლობდი... ძალიან ბევრს ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას... სკოლაში გატარებული ათი წელი საუკეთესო იყო. ბედნიერი ვიყავი თუ მასწავლებელი რამეს დამავალებდა ან მთხოვდა,მასწავლებლის გვერდით თუ მივდიოდი უბრალოდ.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 
- ჩემი სამაგიდო წიგნი ბევრია,განსაკუთრებით მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, დოსტოევსკი, შექსპირი, ნ.დუმბაძე. ჭ.ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ შეიძლება დავასახელო სამაგიდო წიგნად.

- ზაფხულში ვცდილობ. . . 
- ზაფხულში ვცდილობ მოწესრიგებული, ყველაფრით აღჭურვილი დავახვედრო სკოლა მოსწავლე-მასწავლებლებს.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- „გამოგაჩინოს საქმემან შენმან“, „ავს თუ ავი არ ვუწოდო,კარგს სახელად რა დავარქო?“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება