მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურდიაშვილი პასუხობს.
- წარმატება არის. . .
- კახა ჟღენტის თვალსაზრისის პერიფრაზს გამოვიყენებ, ამას ვემხრობი სულ: „წარმატება არის ბედნიერი ბავშვი!“ დიახ სკოლით, როცა ბედნიერი იქნება ჩვენი მოსწავლე, ეს იქნება ჩვენი წარმატება!
- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- მეტაფორა გნებავთ!? მიყვარს მეტაფორები: ბედუინი ოაზისს, რომ დაინახავს და სულ ცოტა რომ უკლია მიახლოებამდე, ასეთ მდგომარეობაში მგონია რომ ვართ!
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- გიული იორამიშვილი, შილდის პირველი საჯარო სკოლიდან! პედაგოგი, რომელმაც ფრთები შემასხა და ფრენის პირველი გაკვეთილებიც ჩამიტარა - მადლობა მას!
- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- სულ მეგონა, რომ მუდმივად ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექი - ეს განცდა გამომყვა დღემდე! არ არსებობს ჩემთვის შუა ან ბოლო ხაზი. არადა ზოგჯერ, მგონი შუაც და ბოლო პოზიციებიც უფრო სტრატეგიულ საქმეს აკეთებენ! ამაზე უნდა დავფიქრდე...
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიონისოს ღიმილი“- ევროპასა და აზიას შორის გახიდული ქართველის ცნობიერი- სამშობლოს შირებს რომ ვერ წყდება!
- ზაფხულში ვცდილობ. . .
- დასვენებას, რომელიც არ არსებობს...
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- „შურმა შეიპყრა ერი უსწავლელი!“ („ძველი აღთქმა“).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.