შულავერის N2 სკოლამ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა - დირექტორი, ბაირამ ახმედოვი კურსდამთავრებულებს დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს
19-07-2021
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში გამოწვევებით აღსავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში.
სკოლაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს, რათა მოსწავლეებს განათლება უსაფრთხო გარემოში მიეღოთ.
სკოლა, დირექტორის, ბაირამ ახმედოვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან და უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.
შულავერის N2 საჯარო სკოლა, წელს ოცამდე მოსწავლემ დაამთავრა. კურსდამთავრებულებს, დირექტორი, ბაირამ ახმედოვი და ადმინისტრაცია ულოცავენ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.