სიახლეები
პიროვნება

„ვოცნებობდი მასწავლებელი გამოვსულიყავი“ - საროს საჯარო სკოლის დირექტორი მაია ბოლოთაშვილი
16-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის დირექტორთან, მაია ბოლოთაშვილთან შედგა.

- წარმატება არის. . . 

- დემოკრატიული კულტურისა და მოტივირებული გუნდის მუშაობის შედეგი

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 

- რომ ის არის გარემო, რომელიც დიდ როლს თამაშობს თითოეული ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში, რომ ის სრულფასოვანი ადამიანის, მომავლის ადამიანის სამჭედლოა.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
 
- ნაზი არაბიძე, საოცრად თბილი და გულისხმიერი პიროვნება, ხშირად ვიხსენებ , მასწავლებლის ეტალონი იყო.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
 
- ვოცნებობდი მასწავლებელი გამოვსულიყავი, არ ვნანობ, დღესაც რომ არჩევანის წინაშე ვიდგე, ისევ ამ საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიას ავირჩევ.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .

- ილია... ვკითხულობ... და ისევ ვკითხულობ. 

- ზაფხულში ვცდილობ. . .

- მოვიკრიბო ძალები, რათა კვლავ ენერგიულად, უშურველად, მთელი მონდომებით ვემსახურო მომავალი თაობის აღზრდის საქმეს.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .

- „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება