სიახლეები
სამასწავლებლო

„ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა“- თბილისის N108 სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე
16-07-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემაზე თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია მღვდელაძე გვესაუბრება.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

- რთული, ახალი გამოწვევებით სავსე, თუმცა დინამიური, საინტერესო, მრავალფეროვანი. კორონავირუსმა სკოლის „დღის წესრიგი“ საგრძნობლად შეცვალა. ბევრი დაგვაკარგინა და ბევრიც გვაპოვნინა, „დავარცხნილი“ საგაკვეთილო ცხრილი, გაწერილი და დალაგებული გეგმები „თავდაყირა“ დადგა, თუმცა ვისწავლეთ სწრაფი რეაგირება ცხრილის გადაწყობის, გაკვეთილებისა და პროექტების ონლაინ სივრცეში განხორციელების, ვისწავლეთ მრავალფეროვანი ელ.რესურსების შექმნა, დისტანციური მუშაობა, მოსწავლე-მასწავლებელ-მშობლიანად გავხდით ციფრული მოქალაქეები. სირთულეები იყო, თუმცა ერთიანობით პირბადით, თერმომეტრით, ანტისეპტიკური ხსნარითა და სოციალური დისტანციის დაცვით შევძელით წარმატებით დაგვესრულებინა სასწავლო წელი მაჟორული აკორდით.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცის უმთავრეს გამომწვევად რჩება, თუმცა დისტანციური სწავლების პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა მშობელთა აქტიური ჩართვა თავიანთი შვილების სწავლა-აღზრდის პროცესში და ასევე გაუმჯობესდა მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტური კომუნიკაცია. მშობელთა აქტიურობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსწავლის აკადემიური მოსწრება, გაუმჯობესდა დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლის ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი კვლავ დასახვეწია, რადგან მშობელთა ნაწილი ვერ ან არ აცნობიერებს, თუ როგორი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლების ჩართულობას მოსწავლეთა წარმატებისთვის. სარგებელი ხომ სამივე მხარისთვის თანაბრად ხელსაყრელია? მშობელთა ჩართულობის გაზრდა საგანმანათლებლო პროცესში დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე-მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და მშობლებზე .   

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- მოტივაცია, ნებისყოფა და ცოდნა აუცილებელი პირობაა გამოცდების წარმატებით დაძლევისთვის. რაც შეეხება მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდას- ფორმა შეიძლება აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს, თუმცა მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა რაღაც ფორმით და დროის გარკვეული პერიოდულობით  უნდა დაადასტუროს საკუთარი პროფესიონალიზმი, მაგალითი მისცეს მოსწავლეებს უწყვეტი განათლებისა. თანამედროვე სამყაროში სწრაფად იცვლება ცხოვრება, მასთან ერთად განათლების სისტემაში მუდმივად ცვალებადი მოთხოვნებია- ყოველდღიურად იზრდება საზოგადოების მოთხოვნები მასწავლებელთა მიმართ, ამიტომ საჭიროა მათ მოახდინონ ადაპტაცია ახალი მოთხოვნების შესაბამისად..იმისათვის, რომ მასწავლებელი განვითარდეს და გაიზარდოს, მას სჭირდება  დრო და კარიერული ზრდის მრავალფეროვანი გზები. ცოდნის და უნარების განახლება შეუძლებელია მუდმივი პროფესიული განვითარების გარეშე.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- ახალგაზრდები ძირითადად „მოთხოვნად“ პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ინტერესის სფეროს ირჩევენ, ან იმ პროფესიას ირჩევს, რომელიც მისი მშობლებისთვის არის მისაღები. თანამედროვე ყოფამ, რა თქმა უნდა, შეცვლა ახალგაზრდების არჩევანი და ისინი იმ პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთა დაუფლების შემდეგ დასაქმების ყველაზე მეტი შანსი ექნებათ. უმრავლესობა ამ პროფესიებს ირჩევს: ბარმენი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ავტოსაქმე, ბუღალტერი, მზარეული, დიზაინერი, გიდი, გამყიდველ-კონსულტანტი. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი კი უპირატესობას ანიჭებს: ექიმობას, იურისტობას, აუდიტორობას, ეკონომისტობას, ჟურნალისტობას, მასწავლებლობას. 

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- ვფიქრობ, უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის სკოლისთვის მზაობა, შეფასდეს მისი კოგნიტური, სოციალური უნარები,  ემოციური ფუნქციები, შესაძლებლობები და სხვ. ამის შემდეგ სკოლაში შესვლის დადგენილი ასაკიდან მცირე დროით გადაცილებაც დასაშვებია და პირიქით-ნაადრევი დაშვებაც. ყველაფერი ხომ ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ, ამიტომ რამდენიმე დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა გვქონდეს სასკოლო მზაობის შეფასების მოქნილი და ობიექტური სისტემა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება